დაჯგუფება "ჰეზბოლას" განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამხედროებსა და ტექნიკას დრონებით შეუტია

14 ივნ 2026

კვლავ დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. დაჯგუფება "ჰეზბოლას" განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამხედროებსა და ტექნიკას დრონებით შეუტია.  მანამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღის განმავლობაში „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ 70-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას 20-ზე მეტი დასახლებიდან ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის იერიშებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.