ხაშურში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს

14 ივნ 2026

ხაშურში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს. ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

შსს ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.  ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.