14 ივნ 2026
განუსაზღვრელი შესაძლებლობები ასე ქვია პარაოლიმპიელთა შესახებ ფონდი ქართუსა და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს.
ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმი ქართველი პარაოლიმპიელების წარმატებაზე და ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებებზე მოგვითხრობს.
პრეზენტაციას პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავჯდომარე ესწრებიან. რამდენიმე დღის წინ ფილმი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ანსაბლეის ფარგლებში აჩვენეს. ფილმი საქართველოს უახლესი ისტორიიდან სპეციალური საჭიროების ადამიანებზე და პარაოლიმპიელების განვლილ გზას გამოწვევებსა მიღწევებს ასახავს.