აშშ-ირანის შეთანხმებას ევროპელი ლიდერები მიესალმებიან

15 ივნ 2026

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება ომში „პოტენციურ გარღვევას“ ნიშნავს და ევროკავშირი ახლა განიხილავს, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს შემდეგ ფაზაში, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა. მისი თქმით, ყველასთვის საჭირო იყო ჰორმუზის სრუტის გახსნა და ამ ომის დასრულება.

შეთანხმებას ასევე მიესალმნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, ყოველგვარი შეზღუდვისა და გადასახადის გარეშე, აუცილებელი პირობაა რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება ასევე ქმნის საფუძველს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფართო მოლაპარაკებებისთვის.

„ევროპა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ ლიბანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განახორციელონ ცეცხლის შეწყვეტა“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.