15 ივნ 2026
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის F ჯგუფში დასრულდა პირველი ტური, რომლის შემდეგაც ლიდერი გახდა შვედეთის ნაკრები. გრემ პოტერის გუნდი ტუნისს ხვდებოდა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველი გამარჯვება.
ევროპელებმა უკვე მეშვიდე წუთზე გახსნეს ანგარიში. გოლი „ბრაიტონის“ ნახევარმცველმა იასინ აიარიმ გაიტანა. 30-ე წუთზე ჯერ ისაკმა გამოიყენა დიოკერეშის გადაცემა, 59-ე წუთზე კი ამ ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს.
ისაკისა და დიოკერეშის გოლებს შორის ტუნისელებმაც გაიტანეს. გოლი ომარ რეკიკის ანგარიშზეა. მატჩის ბოლო წუთები შვედებმა შეტევაში გაატარეს და კიდევ ორი გოლი გაიტანეს: მატიას სვანბერგმა 85-ე წუთზე და აიარმა 96-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 5:1. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ნიდერლანდები - იაპონია 2:2; კოტ-დივუარი - ეკვადორი 1:0; გერმანია - კურასაო 7:1. დღეს მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.
ესპანეთის ნაკრები კაპო ვერდეს 20 საათზე დაუპირისპირდება, 23 საათზე კი ბელგია და ეგვიპტე ითამაშებენ.