FIDE-ს მსოფლიო თასი ჭადრაკში

15 ივნ 2026

ხვალიდან ბათუმი ჭადრაკში ფიდეს მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ასპარეზობა 8-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება 28 ივნისს დასრულდება. შეჯიბრებაში მსოფლიოს 76 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო ტურნირზე 80 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან 13 აჭარის რეგიონიდანაა. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად ჩატარდება.

ბათუმი ამ ტურნირს უკვე მესამედ მასპინძლობს.