15 ივნ 2026
ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი იწყება.
ეს ნამდვილად იქნება, ან არის დიდი დღე, ან „მეგა ორშაბათი“ გაფართოების პროცესისთვის, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
მარტა კოსის თქმით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.
ამასთან, მისივე თქმით, თუ უკრაინა და მოლდოვა ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, მაშინ ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი.
თბილისში კიდევ ერთხელ საუბრობენ ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და შერჩევით მიდგომებზე, რადგან საქართველო ყველა კრიტერიუმითა თუ პარამეტრით უსწრებს ორივე ქვეყანას, რასაც, მათ შორის, არაერთი საერთაშორისო რეიტინგი თუ ანგარიშიც ადასტურებს.