15 ივნ 2026
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-19 სართულზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მას გამოძიება დაადგენს.