აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს წარუდგენს

16 ივნ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წარსდგება. დღის წესრიგით ერთი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული. დეპუტატები მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ.

რეგიონის პირველი პირი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს განხორციელებული პროექტების, მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს წარუდგენს, რომლის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს წევრებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვებით მიმართონ მთავრობის ხელმძღვანელს და მისგან დამატებითი განმარტებები მოისმინონ.

რიგგარეშე პლენარულ სხდომას დეპუტატებთან ერთად მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 23 აპრილს დაინიშნა.