საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სერბეთის პრეზიდენტის შეხვედრა

16 ივნ 2026

საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ალექსანდარ ვუჩიჩს ირაკლი კობახიძე ხვდება.  

პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ გაკეთდება მედიისთვის ერთობლივი განცხადებები.

ვიზიტის ფარგლებში გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.