16 ივნ 2026
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სადიპლომო ფილმების კვირეულის’’ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის აუდიოვიზუალური ხელოვნების მიმართულების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების ჩვენება 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფინალურ დღეს მაყურებლისთვის რეჟისორის დიანა ჩახუნაშვილის ფილმის ,, მამა ფინალეს’’ საპრემიერო ჩვენება შედგა.
,,სადიპლომო ფილმების კვირეული’’ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ახალი პროექტია.
როგორც პროექტის იდეის ავტორების ამბობენ, პროექტის მიზანი ახალგაზრდა ავტორების პროფესიული გზის წარმოჩენა და იმ მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმაა, რომელსაც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული კინოსა და აუდიოვიზუალური ხელოვნების განვითარებაში ასრულებს.