სარეაბილიტაციო სამუშაოები სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე

16 ივნ 2026

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდება დიუკერის მილსადენის დემონტაჟი და მოეწყობა ახალი მილსადენი, დაგეგმილია ლითონის სვეტების დაგრძელება, ნაგავდამჭერი ცხაურების, ბაქანზე ასასვლელი კიბისა და მოაჯირების მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის  აგვისტოში უნდა დასრულდეს.