16 ივნ 2026
ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
პაატა სალია სიტყვით გამოვიდა მინისტერიალზე, რომელიც ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მისი პრევენციის საკითხებს ეხება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.