16 ივნ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ზურაბ პატარაძემ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მაგისტრალური გზების მშენებლობაზე. აღნიშნა, რომ იგეგმება მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც გონიოს ბათუმთან დააკავშირებს.
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა ტურიზმის განვითარებაზე, ბათუმის ბულვარის რეკონსტრუქციასა და რეგიონისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ამ დროისთვის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება რეგიონის პირველ პირს უმაღლესი საბჭოს წევრები მიმართავენ.