საინფორმაციო დღე სტეიქჰოლდერებისთვის

16 ივნ 2026

„წარმომადგენლობითი სათათბირო პროცესები მდგრადი ლურჯი ეკონომიკის დაგეგმვისთვის შავი ზღვის რეგიონში“- საინფორმაციო დღე სტეიქჰოლდერებისთვის.

“საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ტურიზმისა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტის მიზნებსა და დაგეგმილ აქტივობებს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ლურჯი ეკონომიკა, რომლის ძირითადი მიმართულებაც საზღვაო რესურსების მდგრად გამოყენებას ითვალისწინებს, რაც როგორც გაუმჯობესებულ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს, ასევე ოკეანის ეკოსისტემის სიჯანსაღეს გულისხმობს.