ძიუდოს 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

17 ივნ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შალვა გოგოლაძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს მარიუს ვიზერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ძიუდოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სპორტის სახეობაზე ისაუბრეს.

მხარეები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2029 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა მოაწერეს.

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობაზე საქართველოში მარიუს ვიზერის ვიზიტის დროს სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, როცა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მარიუს ვიზერი თბილისს ძიუდოს „გრანდ სლემის’’ მიმდინარეობისას სტუმრობდა.