17 ივნ 2026
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა. „ალბისელესტე“ სადებიუტო მატჩში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ალჟირი 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი 39 წლის ლიონელ მესიმ გაიტანა. იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მესი ასევე პირველი მოთამაშეა, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ერთ დღეში ამ რეკორდს, დიდი ალბათობით კრიშტიანო რონალდო გაიმეორებს.
ლეომ კილიან მბაპეს, გერდ მიულერსა და ბრაზილიელ რონალდოს გადაასწრო და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ ბომბარდირს, მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. ორივეს 16-16 გოლი აქვს. ეს იყო მესის საიუბილეო მე-200 მატჩი არგენტინის ნაკრებში. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ნორვეგია - ერაყი 4:1; საფრანგეთი - სენეგალი 3:1.
დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე მუნდიალის კიდევ ერთი ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები კონგოს დემოკრატიულის რესპუბლიკის ნაკრებს დაუპირისპირდება, ასევე ფავორიტი ინგლისის ეროვნული გუნდის მეტოქე კი ხორვატიის ნაკრები იქნება. ინგლისი - ხორვატიის დაპირისპირება თბილისის დროით ღამის 12:00 საათზე გაიმართება.