17 ივნ 2026
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან ლატვიაში და 5 ივლისს ესპანეთთან თბილისში.
ჩვენს ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, თუმცა ამ შეხვედრების მოგებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.
მოპოვებული თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.
ოფიციალურ მატჩებამდე ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 24 ივნისს იურმალაში ანგოლას წინააღმდეგ ითამაშებენ, 29 ივნისს კი რიგაში ლატვიას დაუპირისპირდებიან.