17 ივნ 2026
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ჩემპიონის, „იბერიას“ მეტოქე გაირკვა. წილისყრისას 14 კლუბი განთესილი იყო, ხოლო – 14 განუთესავი. „იბერია“ პირველ ტურში ესტონეთის ჩემპიონს, ტალინის „ფლორას“ შეხვდება. პირველი მატჩი 7 ან 8 ივლისს ტალინში გაიმართება, ხოლო საპასუხო 14 ან 15 ივლისს თბილისში.
გაირკვა ასევე კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები. ტურნირში მონაწილე სამი ქართული გუნდიდან „დინამო თბილისი“ და „დილა“ განთესილნი იყვნენ, „ტორპედო“ კი – განუთესავი.
ქართული გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: „ზირა“ (აზერბაიჯანი) – „ტორპედო“ (ქუთაისი); „მონდორფი“ (ლუქსემბურგი) – „დინამო თბილისი“; „დილა“ (გორი) – „ვირტუსი“ (სან მარინო).
„დინამო“ და „ტორპედო“ პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ, „დილა“ კი საკუთარ მოედანზე ითამაშებს. 2026-27 წლების კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 9 და 16 ივლისს გაიმართება.