17 ივნ 2026
ბათუმზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა ხელოვნების მუზეუმში. “სადაც ქალაქზე ფიქრობენ“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ბათუმის, როგორც თვითმმართველი ქალაქის ისტორიაზე, წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს ჩამოყალიბებაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.
37 წუთიანი ფილმი იწყება ამბით, რომელიც ქალაქის სტატუსის მინიჭების პერიოდს ასახავს.
ავტორების განცხადებით, დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული პროექტი თვითმმართველობის განვითარების ყველა ეტაპს ეხება.
ფილმი მერიის “თავისუფალი ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.