საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა

17 ივნ 2026

ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტისას.

მისი თქმით, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა, მათ შორის, ევროკომისიასთან დიალოგის განახლება.

სამხარაძის განცხადებით, საქართველო მზად არის დიალოგის ნებისმიერ ფორმატში გასაგრძელებლად. მისივე ინფორმაციით, საქართველო უახლოეს მომავალში უმასპინძლებს ლუქსემბურგის დელეგაციას თბილისში, ხოლო სექტემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა ლუქსემბურგს.