აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

17 ივნ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ  პროექტებისთვის, რომლებიც თურქეთის საელჩოს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად უკვე განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.