17 ივნ 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატების კონცეფციების საჯარო განხილვა დასრულდა.
სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში - მსურველი 10 ადამიანიდან, ცხრამ მიიღო მონაწილეობა, დონარა შონავა არ გამოცხადდა, შესაბამისად იგი სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატების სიიდან მოიხსნა.
კენჭისყრის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.
ყოველ მათგანს პრეზენტაციებისა და კითხვა პასუხებისთვის თანაბარი დრო 30 წუთი ჰქონდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვეობის) კანდიდატთა შეფასებასა და გასაუბრებასა სპეციალურად შექმნილი საპარლამენტო საკონკურსო კომისია ახორციელებდა.
საკონკურსო კომისიის წევრები არიან - გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია, სოფიო ნიკოლაიშვილი და შორენა შავერდაშვილი.