ევროპარლამენტი სააკაშვილის გათავისუფლებას და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

17 ივნ 2026

ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს კენჭი დღეს უყარეს. ანგარიშში მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.

აგრეთვე რასა იუკნევიჩიენე ითხოვს "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებისთვის პერსონალური და სავიზო სანქციების, მედიასაშუალებებისთვის კი შეზღუდვების დაწესებას.

ანგარიშში შენარჩუნებულია ევროპარლამენტის წინა პოზიცია, რომლის მიხედვითაც არ არის აღიარებული საქართველოს პარლამენტის და მის მიერ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. მოთხოვნილია ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებაც.