18 ივნ 2026
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა აირჩიეს. კენჭისყრის პროცესი უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ გაიმართა. კანდიდატურას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პაატა კეშელავა უსკო-ს ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
იგი პოსტზე წარდგენამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი იყო.
2016 წლიდან ორი ვადით უმაღლეს საარჩევნო კომისიას პარმენ ჯალაღონია ხელმძღვანელობდა.