18 ივნ 2026
ევროპარლამენტმა გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის ავტორი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.
დოკუმენტში შეფასებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, გაკრიტიკებულია ხელისუფლების მიერ გადადგმული რიგი ნაბიჯები და ყურადღება გამახვილებულია სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რეზოლუციას მხარი 436-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 145-მა მისცა ხმა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები „ანტიქართული ფონის“ შენარჩუნებას ემსახურება და, მათი შეფასებით, ყალბ ნარატივებსა და არასწორ დასკვნებს ეფუძნება.