„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება

18 ივნ 2026

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს და იმპულსურს და არათანმიმდევრულს უწოდებს მის გადაწყვეტილებას, შესთავაზოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანს.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მისივე თხოვნით პარტიულ ორგანიზაციებს ხვდება. სააკაშვილის თქმით, პარტიაში ცვლილებები იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას  თინა ბოკუჩავამ   "მოულოდნელი უწოდა.  ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.