19 ივნ 2026
აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. აღდგენილია ნავთობტაკნერების მოძრაობაც. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა აშშ-ირანის შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.
„როიტერის“ ინფორმაციით, სრუტის გახსნის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ომამდე ნიშნულს დაუბრუნდა და ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება ბარელზე 78 დოლარზე დაბალია.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში აცხადებენ, რომ მომზადებული აქვთ გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ შტატები სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს.