აშშ-ირანს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები შვეიცარიაში გაუქმდა

19 ივნ 2026

შვეიცარიაში აშშ-ირანს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები გაუქმდა. ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო სამინისტროც ადასტურებს. ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებისთვის დღეს შვეიცარიაში აღარ მიემგზავრება. ჯეი დი ვენსის თქმით, გეგმების შეცვლის მიზეზი ლოგისტიკა გახდა.

აღნიშნა, რომ  მომავალი ტექნიკური მოლაპარაკებების გეგმები ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის და აშშ-ის დელეგაცია მზადაა, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავროს, თუმცა ამ მოლაპარაკებების ლოგისტიკა არასდროს ყოფილა მარტივი ან პროგნოზირებადი.