19 ივნ 2026
ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში აეროპორტსა და სამხედრო საჰაერო ბაზაზე თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების 11 წევრი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ნიგერის მთავრობის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა დაჯგუფების თავდასხმა მოიგერიეს და 22 თავდამსხმელი მოკლეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 20-ზე მეტი პირი, ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის იარაღი.
თვითმხილველების განცხადებით, პირველი აფეთქებები დილის 6 საათზე გაისმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ ქაიდას დასავლეთის ფრთამ აიღო.