19 ივნ 2026
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები 12 თვით გაახანგრძლივა. გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველად, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, სანქციები 6 თვის ნაცვლად, 12 თვით გაეხანგრძლივებინათ.
გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს სხდომის შემდეგ მიიღეს, რომელსაც თავდაპირველად ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს უნგრეთი რეგულარულად ბლოკავდა ევროკავშირის სასანქციო და სხვა გადაწყვეტილებებს. ვეტოს ხშირად სლოვაკეთიც უერთდებოდა.
ამჟამად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მუშაობს.