სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა

19 ივნ 2026

სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა იერიში 11 ქალაქსა და სოფელზე მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას ტერორისტებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“ დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ „ცეცხლის შეწყვეტის არაერთხელ დარღვევის“ შემდეგ განხორციელდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანის ერთ-ერთ რაიონში, ღამით, ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, როდესაც "საეჭვო სამიზნემ" ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი დაბომბა.