19 ივნ 2026
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 7 პირის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ,,ლელო-ძლიერ საქართველოში’’ განაცხადეს, რომ 7 მოქალაქე იმ პროვოკაციის მსხვერპლია, რომელიც ,,ანტი-ქართულმა ოცნებამ’’ და ივანიშვილმა დაგეგმეს.
პარტიაში ,,გახარია საქართველოსთვის’’ კი მიაჩნიათ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები სუსის ოფისში დაწერილი პროვოკაციაა, რამაც მათივე განმარტებით პოლიტ პატიმრების რაოდენობა გაზარდა ქვეყანაში.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ,, ქართულ ოცნებაში’’ აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის აქცია ნათელი მაგალითია თუ როგორ უტევდა ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეს შტურმით.