საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ირაკლიი კობახიძე

20 ივნ 2026

მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სასკოლო ფორმების ინიციატივა ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.

„ზოგადად, ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის. ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა პრემიერმა.