21 ივნისს გუდაური-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 ივნ 2026

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ91-კმ99 მონაკვეთზე (გუდაური-ჯვრის უღელტეხილი), მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო, 2026 წლის 21 ივნისს 08:00 სთ-დან 18:00სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.