შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს საინფორმაციო კამპანიის - ,,პროფესია პოლიციელი” ფარგლებში 9000-მდე მოსწავლე ესტუმრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამართალდამცველების ყოველდღიურ საქმიანობასა და მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ.
პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.