21 ივნ 2026
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის კაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, რკინის მავთულებით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილმა დაამუხრუჭა, რა დროსაც ტვირთი გადმოცვივდა და კაბინას დაეცა. შედეგად, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.