22 ივნ 2026
G ჯგუფში დასრულდა მეორე ტურის შეხვედრები. ერთმანეთს ეგვიპტე და ახალი ზელანდია დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ერთი გამარჯვებაც არ ჰქონდათ. ამ მატჩის მოგება კი პლეი ოფში გასვლის გარანტიაც იყო. ეგვიპტემ მეორე ტაიმში ნაჩვენები მაღალი დონის ფეხბურთი სამ გოლად აქცია და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
ამავე ჯგუფში ბელგისაა და ირანის ნაკრებების შეხვედრაც ფრედ 0:0 დასრულდა. ისტორიის წერას აგრძელებს კაბო ვერდეს ნაკრებიც. H ჯგუფში ესპანეთთან ნათამაშები ფრეს შემდეგ, კუნძულელებმა არც ურუგვაისთან წააგეს. მატჩი 2:2 დასრულდა და კაბო ვერდემ პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანელებმა საუდის არაბეთი 4:0 დაამარცხეს.
დღეს 21:00 საათზე არგენტინის ნაკრები ავსტრიას ეთამაშება, ღამის პირველ საათზე კი საფრანგეთი ერაყის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.