“ზაფხული იწყება აქ” - ზღვისპირა ქალაქში ორ დღიანი ფესტივალი დასრულდა

22 ივნ 2026

“ზაფხული იწყება აქ” - ზღვისპირა ქალაქში ორ დღიანი ფესტივალი დასრულდა. მუსიკალურ შოუში ადგილობრივი და მოწვეული ბენდები მონაწილეობდნენ.
ტურისტულ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ღონისძიებები საოცრებათა პარკში იმართებოდა.

ორი დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ასევე მიმდინარეობდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

საკუთარი პროდუქცია 150-მდე მეწარმეს ჰქონდა წარმოდგენილი.