22 ივნ 2026
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.
საუბარი შედგა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესში და მისი შედეგები.
ხელვაჩაურში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე.