Google Street View-ს ოფიციალური გაშვების პრეზენტაცია

22 ივნ 2026

საქართველოში Google Street View-ს ოფიციალური გაშვების პრეზენტაცია გაიმართა.  პროექტი Google-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით მომზადდა.

პროექტის ფარგლებში, Google-ის სპეციალურმა გადამღებმა ჯგუფებმა საქართველოს 24 ქალაქში 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები გადაიღეს.

განხორციელდა დაახლოებით 13,000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის ისეთი ქალაქებისა და რეგიონების, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა.

პროექტის ძირითადი ფოკუსი იყო გზები, მაგისტრალები და მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებები.