4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

22 ივნ 2026

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პროცესზე გამოცხადდა სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებული ზურაბ ჭავჭანიძე. სწორედ მისი საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო პროცესი.აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წელი, ვლადიმერ გველესიანს - 5 წელი, ამირან დოლიშვილს 5 წელი, ანტონ ვარდანიძეს - 5 წელი, ალექსანდრე ჩილაჩავას - 5 წელი, გენადი კუპრეიშვილს- 5 წელი, სულხან ტუღუშს - 5 წელი, რამაზ მამულაძეს- 5 წელი მიესაჯა.

დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ განმარტა რომ საბოლოო სიტყვის დროს შეთანხმება აღარ ფორმდება.საქმის ამ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. 

საქმის პროკურორის განცხადებით ვინაიდან თავისი არსით საპროცესო შეთანხმება მოიცავს, რომ პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს, ამ შემთხვევაში ზურაბ ჭავჭანიძეს არც განცხადებაში და არც დღეს სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ პოზიციაში, მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განხორციელებულა შესაბამისად, ამ მოცემულობით ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმება არ აფორმებს. 

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება მმართველ გუნდში.