საქსტატმა მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა

22 ივნ 2026

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს. როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში.2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 კაცი) მეტია.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5 პროცენტი), ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 474 137 კაცი (37.5 პროცენტი). საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7 პროცენტი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4 პროცენტი (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა – ქალაქის მოსახლეო

2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის გარდა, დაფიქსირდა აჭარის ა.რ.-ში (20.7 პროცენტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (4.2 პროცენტი). დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ: ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა გურიის რეგიონში – 9.7 პროცენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7.6 პროცენტი. მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (6.8 პროცენტი), კახეთში (4.6 პროცენტი) და იმერეთში (4.3 პროცენტი).

2014 წლის აღწერასთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა 54.2 პროცენტით გაიზარდა და 235 668 კაცი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა ასევე გამოვლინდა ყაზბეგის (28.8 პროცენტი), ლენტეხისა (17.5 პროცენტი) და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (11.0 პროცენტი). დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა ასევე ქ. ქუთაისსა (9.0 პროცენტი) და ქ. რუსთავში (5.6 პროცენტი).