16 წლის გამომგონებელი ტექნოლოგიური ინოვატორი და მეწარმე

22 ივნ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ახალგაზრდა მეწარმეს, ტექნოლოგიურ სფეროში ინოვატორ გამომგონებელს ალექსანდრე ცეცხლაძეს შეხვდა. 

ალექსანდრე 5 წლის ასაკიდან საკუთარ აპლიკაციებს ქმნიდა, მოგვიანებით კი ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებული სისწრაფით გაიზარდა და საკუთარი შექმნილი პროექტებით საერთაშორისო გამარჯვებებს მიაღწია.

ალექსანდრეს კიბერ უსაფრთხოების სფეროში უკვე მოპოვებული აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება. 16 წლის მოსწავლემ თავისი შექმნილი პროექტებით ისეთ კონკურსებში გაიმარჯვა, სადაც მსოფლიოს ასობით ქვეყანა მონაწილეობდა.

ალექსანდრე ცეცხლაძე სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას ტექნოლოგიების მიმართულებით ამერიკაში გეგმავს.