23 ივნ 2026
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ფინალური სერია მიმდინარეობს. ვალენსიაში გამართული ორი მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში 1:1 იყო, მესამე თამაში კი, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა, სტუმარი გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 88:80 დასრულდა.
სერიაში „ვალენსია“ 2:1 დაწინაურდა. მეოთხე მატჩი 24 ივნისს გაიმართება. ფინალური სამ მოგებამდეა.
კატალონიელთა შორის საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. „ვალენსიაში“ 29 ქულით ჟან მონტერო გამოირჩა.