არგენტინა, საფრანგეთი და ნორვეგია პლეი-ოფში გავიდნენ, მესი საუკეთესოა

23 ივნ 2026

მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებმა მეორე მატჩი ავსტრიასთან გამართა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ამჯერედაც გაიმარჯვეს – 2:0. ორი მოგება კი იმას ნიშნავს, რომ არგენტინა ექვსი ქულით პლეიოფშია.

ლაუტარო მარტინესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლიონელ მესიმ ვერ გაიტანა, თუმცა 38-ე წუთზე მედინას პასით მან მიმდინარე მუნდიალზე – მეოთხე, ხოლო ჩემპიონატების ისტორიაში მე-17 გოლი გაიტანა და მიროსლავ კლოზეს რეკორდი გააუმჯობესა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა და მუნდიალებზე გატანილი გოლების რაოდენობა 18-მდე გაზარდა.

თავისი შეხვედრა მოიგო ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა საფრანგეთის ნაკრებმაც, რომელმაც ერაყის ნაკრები კილიან მპაბეს დუბლითა და უსმან დემბელეს გოლით 3:0 დაამარცხა. მბაპე 16 გოლით კლოზეს გაუთანაბრდა.

ლეგენდარულ გერმანელსა და ფრანგ შემტევს მსოფლიო ჩემპიონატებზე 16-16 გოლი აქვთ გატანილი. 

ნორვეგიამ როგორც მოსალოდნელი იყო მოუგო სენეგალს 3:2. გოლები პედერსენმა და ორჯერ ჰალანდმა გაიტანეს. სენეგალელთაგან დუბლი შეასრულა ისმაილა სარამ.

სენეგალი მესამე გამსვლელი ადგილისთვის ბოლო ტურში ყატართან ითამაშებს, ხოლო საფრანგეთი და ნორვეგია პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.