საქართველოში ICAO-ს ეგიდით ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი მიმდინარეობს

23 ივნ 2026

საქართველოში ICAO-ს ეგიდით ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი მიმდინარეობს, რომელსაც 150-მდე დელეგატი ესწრება.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) თანამედროვე სტანდარტებს, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილებას განიხილავენ.

სემინარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გახსნა.