ჩემპიონთა რეგატა კანოე-კაიაკიში

23 ივნ 2026

მცხეთაში კანოე-კაიაკიში გაიმართა ტურნირი ჩემპიონთა რეგატა, რომელშიც თბილისიდან, რუსთავიდან, დუშეთიდან და მცხეთადან 16 წლამდე ასაკის ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ.

ასპარეზობის შედეგად გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას, რომლის თანაორგანიზატორი იყო სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობისა საერთაშორისო ფონდი, მცხეთის ნიჩბოსანთა აკადემიამ უმასპინძლა.