აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბსუ-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა

23 ივნ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა.

შეხვედრაზე უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს განვითარებაზე, ასევე სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მხარდამჭერ და მიზნობრივ მიდგომებზე იმსჯელეს.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ინსტიტუციური გაძლიერებაა. 2026 წელს უნივერსიტეტის საჭიროებებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული: გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტების, აგრეთვე, პროფესორ-მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები, სტუდენტების წახალისების, სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისი დაფინასების და გაცვლითი პროგრამები, გაიზრდება აჭარის მთავრობის სტიპენდიატთა რაოდენობა და სხვა შეხვედრის დასასრულს, მთავრობის თავმჯდომარემ პროფესორ-მასწავლებლების ხედვები და რეკომენდაციები მოისმინა უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პერსონალთან აქტიური თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, რათა უნივერსიტეტის განვითარების პროცესი იყოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული.