ოლიმპიური გარბენი საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით

23 ივნ 2026

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

გამარჯვებულები ქალთა და მამაკაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ. საუკეთესო სამეულს გადაეცა შესაბამისი ხარისხის მედლები და სერტიფიკატები.

გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე 1948 წლიდან 23 ივნისს, ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით აღინიშნება, საქართველოში კი 1994 წლიდან ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.

საერთაშორისო მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.